17 ოქტომბერს, 10 საათზე, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზში, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიხსნება კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც ეძღვნება კავკასიურ ენათა კათედრის 90-ე წლის იუბილეს.
დამატებითი ინფორმაცია იხ. კონგრესის პროგრამაში.